ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უსახლკარონი საქართველოში“


„უსახლკარონი საქართველოში“

სტატია „ეკონომისტის“ ბლოგზე „აღმოსავლური მიდგომები“ გამოქვეყნდა

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ენ ეპლბაუმის სტატიით სათაურით „ეგვიპტესთან მიმართებაში შეერთებული შტატების მოქმედება ამერიკის სიტყვებს არ შეესაბამება,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 6 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„საჯაროდ გამოსვლისას პრეზიდენტი ობამა და [ჰილარი] კლინტონი ყველანაირად ცდილობენ არ დაემსგავსონ ჯორჯ ბუშსა და რაისს. ნოემბერში მათ ეგვიპტეში გამართული არჩევნების გაყალბებული შედეგები უკომენტაროდ დატოვეს. უფრო მეტიც, გასულ წელს, შესაძლოა მუბარაკის თხოვნის გამო, ადმინისტრაციამ ეგვიპტეში დემოკრატიის განივთარებისთვის გამოყოფილი დაფინანსება შეამცირა. აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ სწორედ ამ სახსრების გამოყენებით იგეგმებოდა ‘ეფექტური მართვის, კანონიერებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, გამჭვირვალე და თავისუფალი პრესის, ძლიერი პოლიტიკური პარტიებისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის’ ხელის შეწყობა, რის შესახებაც კლინტონმა შაბათს მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

‘დემოკრატიის გავრცელებასა’ თუ ‘სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში’ ეგვიპტის სახელმწიფოებრიობის მტრების ან მუბარაკის დამხობით დაინტერესებული პირების დაფინანსებას მე სულაც არ ვგულისხმობ. მაგრამ ავტორიტარულ მთავრობასთან ურთიერთობების შენარჩუნება და იმავდროულად განათლების, რადიოსა და მედიის მეოხებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელისშეწყობა შეუძლებელი როდია. ჩვენ ამგვარ მიდგომას ხომ საბჭოთა კავშირსა და ცენტრალურ ევროპაში ათწლეულების მანძილზე ვიყენებდით.

ალხა დადგა დრო, რომ ჩვენ იგივე გეზს არაბულ სამყაროშიც მივყვეთ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მორალურად მართებულია არამედ ვინაიდან ეს გამართლებულია პრაგმატული თვალსაზრისითაც,“ ამბობს ეპლბაუმი.

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ჯუდი დემპსის სტატიით სათაურით „ეგვიპტის მომავალში მერკელი საკუთარ წარსულს იხსენებს,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 6 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„როცა შაბათს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა სიტყვით იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროპა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე უპრეცედენტო მოვლენებს, მერკელმა ყოფილ კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში ახალი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენება გაიხსნეა.

მერკელმა უგულვებელყო ისინი, ვისთვისაც სტაბილურობა თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ მიდგომას არაპროგნოზირებადი მოვლენები და ზოგჯერ ქაოსიც მოჰყვება.

‘არსებობს წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ არ უნდა გადავკვეთოთ. ეს გახლავთ ჩვენი პასუხისმგელობა ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსებისადმი. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისები გამორიცხულია,’ განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

როცა მერკელმა 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემასთან დაკავშირებული გამოცდილება გაიხსენა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები სტაბილურ საფუძველს უნდა დაეყრდნოს.

მერკელმა განაცხადა, რომ ეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სწრაფად ჩატარებას არ ნიშნავს. ‘ცვილელბა მშვიდობიანად და აზრიანად უნდა მოხდეს,’ აღნიშნა მერკელმა, რითაც მან არჩევნების გადადებაც იგულისხმა.

მერკელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის გარდაქმნა დასავლეთ გერმანიის ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ეფუძნებოდა.

ევროკავშირი ისევე როგორც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ცვლილებების უზარმაზარი მასშტაბისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ამდენად ქალბატონ მერკელს მიაჩნია, რომ ევროპელები ფრთხილად უნდა მოიქცნენ. მერკელის აზრით მათ ეგვიპტელებისთვის რჩევა-დარიგების მიცემა უნდა შეწყვიტონ.“

„უსახლკარონი საქართველოში“
„უსახლკარონი საქართველოში“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვასრულებთ სტატიით „უსახლკარონი საქართველოში,“ რომელიც ჟუნრალ „ეკონომისტის“ ბლოგ „აღმოსავლურ მიდგომებზე“ 4 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში 1,500 იძულებით გადაადგილებული პირი გამოასახლეს. მთავრობა მათ დედაქალაქის გარეთ ბინებს ჰპირდება, მაგრამ ბევრს საარსებო წყაროებისა და საცხოვრებელი ადგილების დაკარგვა ეშინია. თუმცა შედარება ფაშისტების დანაშაულთან ნამდვილად გაზვიადებულია. საქართველოს მთავრობას გამოსახლებების ჩატარების სრული უფლება აქვს რადგან არცერთი შენობა, სადაც ეს ზომები ჩატარდა, არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული როგორც ‘კოლექტიური ცენტრი’ და მათში მცხოვრებ არცერთ პირს იქ სამუდამოდ ცხოვრების უფლება არ ჰქონდა.

საქართველოს პოლიტიკა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ უფრო გააზრებულია ვიდრე აზერბაიჯანის, სადაც 1990-იანი წლების მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ 580,000 იძულებით გადაადგილებული პირია დარეგისტრირებული. საქართველოს მთავრობა 250,000 იძულებით გადაადგილებული პირის ინტეგრაციას აპირებს, რაც საცხოვრებელი სახლების გამოყოფას, სამუშაოს და სოციალურ მომსახურებას შეიცავს. მაგრამ ამისთვის მას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება, მაშინ როცა ამჟამად ამ მიზნისთვის მხოლოდ 200 მილიონია გამოყოფილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ ცნობით, გამოსახლებების ჩატარებამდე საჭირო იყო საზოგადოებრივი დებატების გამართვა. თუმცა მოთმინება სააკაშვილის მთავრობის ღირსება როდია. მას ხომ რადიკალური მეთოდებით მოდერნიზაცია ფრთხილ დაგეგმვასა და აზრიან ადმინისტრაციას ურჩევნია.“

XS
SM
MD
LG