ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სამხედრო გემების მოდელები


ამერიკული სამხედრო გემების მოდელები

ზოგიერთი მოდელი უნიკალურია, როგორც მაგალითად 1892 წლის ამერიკული ხომალდის „კათადინის“ ასლი

შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ხომალდების მოდელების პროგრამა ამერიკაში 1880 წლიდან იღებს სათავეს. ამ წლიდან ფლოტის ნებისმიერი ხომალდის მოდელის ასლი ამერიკელი ოსტატების მიერ ხელით ნაკეთებ 2500-მდე სამხედრო გემის კოლექციას ავსებს.

როგორც ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო-საზღვაო ცენტრის მუზეუმის თანამშრომელი აცხადებს:

“ამ მოდელებს ნამდვილისგან ვერავინ გაარჩევს.“

ეს ამერიკის სამოქალაქო ომის დროინდელი სახელგანთქმული ხომალდის „ვამპანოგის“ ზუსტი ასლია. ამ ცენტრის თანამშრომლის კოლან რატლიფის თქმით:

“ეს იყო მსოფლიოს უსწრაფესი ხომალდი 25 წლის მანძილზე, სანამ მას ისევ ამერიკულმა „კოლუმბიამ“ არ გაასწრო მონაცემებით.“

კოლან რატლიფი ამ მოდელს 24 წლის განმავლობაში აკეთებდა. მისი თქმით:

“ათასობით სამუშაო საათი დაჭირდა ამ გემის ყველა დეტალის აღდგენას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხერხდა სპილენძის ფირფიტების დაყენება, რომელიც ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა მუზეუმებში მომუშავე რესტავრატორებისთვის, რადგან გარკვეული დროის გავლის შემდეგ ისინი თავისით ცვიოდა ხომალდის კორპუსიდან.“

ახალი ტექნოლოგიის მიხედვით, გაკეთებული სპილენძის ფირფიტები კი მინიმუმ ასი წელი გაძლებს. კოლან რატლიფთან ერთად უკვე 30 წელია ამ პროგრამაში მაიკლ კონდონი და დანა ვეგნერიც მონაწილეობენ. მეცნიერებს იუველირული სამუშაოს შესრულება უწევთ, რადგან ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ და ისტორიული პერიოდის შესაბამისად აღადგინონ ხომალდის ნებისმიერი დეტალი.

როგორც ცნობილია, ეს პროგრამა 1880 წლიდან მუშაობს. მას შემდეგ ამერიკის სამხედრო ფლოტის ყველა კლასის ხომლადის მოდელია შექმნილი. როგორც ამ ჯგუფის კურატორი დანა ვეგნერი ამბობს:

“ ჩვენთან 2500 გემის მოდელია. მთელი კოლექციის ფასი 500 მილიონ დოლარს აღწევს. მათი უმრავლესობა სხავადსხვა მუზეუმების ვესტიბულებშია წარმოდგენილი.“

ზოგიერთი მოდელი უნიკალურია, როგორც მაგალითად 1892 წლის ამერიკული ხომალდის „კათადინის“ ასლი. რადგან ამ მოდელის მხოლოდ ერთი ხომალდია აგებული თავის დროზე. სამკაციანი ჯგუფისთვის არ არის იოლი მთელს მსოფლიოში გაფანტული 2500-მდე მოდელის გაკონტროლება.

როგორც დანა ვეგნერი ამბობს:

„ზოგიერთი ჩვენი მოდელი უკვე ასი წლისაა. ჩვენთვის ცნობილია მათი დამზადების თარიღი და ისტორია, ასევე წლების განმავლობაში რა სარესტავრაციო სამუშაოებია ჩატარებული კონკრეტული მოდელის შემთვევაში.“

მუზეუმის სამივე თანამშრომელი 63 წლისაა. მიუხედავად ასაკისა, ისინი არ აპირებენ პენსიაში გასვლას, მათ ახალი წევრი ჰყავთ გუნდში, ეს 26 წლის ბრაიან პოტერია. მისი თქმით:

“ მე ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და ყველაფრის ათვისება მოვასწრო მათგან. თან ჩემი მხრიდან გარკვეული სიახლეებიც შევიტანო საქმეში.“

როგორც მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, მათი სამუშაო საკუთარი საქმის დიდ სიყვარულთან არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG