მადაგასკარის არმიის მთავარსარდალი ანდრე ნდრიარიჯოანა აჯანყებულ ჯარისკაცებს შეხვდა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მან უსიტყვოდ დატოვა მეამბოხეთა ბანაკი.
მადაგასკარის უშიშროების ძალებმა ბანაკის მახლობლად შეკრებილი ხალხი ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.
ოთხშაბათს, 20-მდე სამხედრო ოფიცერმა მთავრობის გადაყენების შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა მათ ვერ შეძლეს სამთავრობო დაწესებულებების დაკავება.
ამბოხება მადაგასკარში ახალი კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამართულ რეფერენდუმს დაემთხვა.