ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კომუნალკებიდან“ „სკოლკოვომდე“


„კომუნალკებიდან“ „სკოლკოვომდე“
„კომუნალკებიდან“ „სკოლკოვომდე“

რუსეთის მოდერნიზაცია - სარეკლამო ბანერი თუ რეალური კურსი

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლაში საკმაოდ საინტერესო სემინარი გაიმართა. მსჯელობის თემა რუსეთი იყო. უფრო კონკრეტულად კი რუსეთის მოდერნიზაცია. აქ შეკრებილი ანალიტიკოსები ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რას ნიშნავს რუსეთის მოდერნიზაცია - ეკონომიკურ პოლიტიკას, უბრალოდ სარეკლამო ლოზუნგს თუ პოლიტიკურ კურსს? სემინარი „ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქციამ, კერძოდ კი დარია კუტკოვამ გააშუქა.

ტობი გატი ყოფილი პრეზიდენტის კლინტონის ადმინისტრაციის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა. მან რუსეთში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები წარმოადგინა. გამოკითხვა კომპანია „სუპერჯობმა“ ჩაატარა. შედეგები საკმაოდ საინტერესოა. გამოკითხულთა მხოლოდ 13 პროცენტი თვლის, რომ რეალური ნაბიჯებია გადადგმული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მედვედევმა თავის ახალი კურსი გამოაქვეყნა და ქვეყნის მოდერნიზაციის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. როგორც ცნობილია, მედვედევის პროგრამას საკმაოდ ამბიციური სახელი ქვია - „რუსეთო წინ“.

მიუხედავად ამისა, 61 პროცენტი ქვეყანაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ამჩნევს და მოდერნიზაციას ფუჭ სიტყვად მიიჩნევს. 26 პროცენტმა კი სერთოდ ვერ შეძლო პასუხის გაცემა.

„რუსეთის მოდერნიზაცია, ყველაზე ეფექტური საშუალებაა ნედლეული ეკონომიკიდიან 21-ე საუკუნის მოდელზე გადასასვლელად, რომელიც არა ბუნებრივ რესურსებზე, არამედ ტექნოლოგიურ პროგრესზეა დაფუძნებული. მედვედევის კურსი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სუსტი მხარეების გაძლიერებაზეა გათვლილი. აქ საუბარია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი აღმოჩენების დანერგვაზე და პროფესიონალური მენეჯმენტის გაზრდაზე,“ - თვლის ტობი გატი.

თუმცა, მისივე თქმით მოდერნიზაციის გზაზე არცთუ ცოტა დაბრკოლება არსებობს. მათ შორის აღსანიშნავია კორუფცია, მოძველებული ინფრასტრქტურა და ცვილებებისადმი შიში. ტობი გატმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევების შედეგები წარმოადგინა. კერძოდ, კორუფციის დონის მიხედვით, რუსეთი 180 ქვეყნისგან შემდგარ სიაში 154-ეა და კენიის და ტაჯიკეთის გვერდით იკავებს ადგილს.

მოდერნიზაცია კი პირველ რიგში კორუფციის შემცირებასთან ერთად ჩინოვნიკების აპარატის შეკვეცასაც და ჯანსაღი კონკურენციის შექმნას გულისხმობს. ტობი გატი ისევ კვლევის შედეგებს ეყრდნობა. 1990-იან წლებში რუსი ახლაგაზრდების უმრავლესობას ბიზნესში სურდა კარიერის გაკეთება; 2000 წელს ვითარება შეიცვალა და ახალი თაობისთვის უფრო მიმზიდველი უშიშროების ფედერალური სამსახური გახდა; დღეს კი, ყველაზე მოდური უბრალოდ ჩინოვნიკობაა. ტობი გატი თვლის, რომ მოდერნიზაცია ეს არის ცვლილებები, რომლისთვისაც უბრალო მოქალაქეები მზად არ არიან. კრემლი კი ცდილობს, რომ მოდერნიზაცია საკუთარ მოსახლეობას უკვე მოქმედებით დაუმტკიცოს და ამის მაგალითია პროექტი „სკოლკოვო“. თუმცა აქ უკვე კონტრასტები იჩენს თავს. რუსეთში ერთის მხრივ არსებობს 21-ე საუკუნის ინოვაციური ცენტრი „სკოლკოვო“ და მეორეს მხრივ, დაახლოებით 300 ათასი მოსკოველი კვლავ კომუნალურ ბინებში ცხოვრობს და მათ საცხოვრებელი ფართები შეპირებისამებრ მხოლოდ 2020 წლისთვის თუ იქნება მზად. ტობი გატი მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად რუსეთის მოდერნიზაცია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზეც და ე.წ გადატვირთვის პროცესზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ამერიკას კარგად ესმის, რომ მედვედევი ცვლილებებისთვის სერიოზულად ემზადება და ცვლილებები კი პირველ რიგში რუსეთს ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG