ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისხლიანი თავდასხმა მექსიკაში


სისხლიანი თავდასხმა მექსიკაში
სისხლიანი თავდასხმა მექსიკაში

მექსიკის ხელისუფლებამ ქალაქ ტიხუანში 105 ტონა მარიხუანას პარტია დააკავა.

ტრაგედია მოხდა მექსიკაში. დაუდგენელი შეიარაღებული პირები ნარკოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.სროლის შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანია დაღუპული.

დაუდგენელი პირების თავდასხმა გუშინ, შეერთებული შტატების საზღვათან მდებარე ქალაქ ტიხუანში მოხდა. პოლიციას ჯერ მოტივი არ დაუდგენია. თუმცა, ხელისუფლება ვარუდობს, რომ ეს მკვლელობა ნარკოკარტელებს შორის მორიგი გარჩევის შედეგია.

მას შემდეგ, რაც 2006 წელს მექსიკის სათავეში პრეზიდენტი ფელოპე კალდერონი მოვიდა, მან ნარკოკარტელებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. 2006 წლიდან დღემდე ნარკოტიკების წინააღდმეგ დაწყებული ბრძოლის შედეგად 30 ათასამდე ადამიანია დაღუპული.

გასულ კვირას მექსიკის ხელისუფლებამ ქალაქ ტიხუანში 105 ტონა მარიხუანას პარტია დააკავა.

XS
SM
MD
LG