დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 9 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ბარაკ ობამა და აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი პენტაგონში სამგლოვიარო ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. ნიუ-იორკში დღეს იმ 2752 ადამიანის სიას წაიკითხავენ, რომლებიც ტერაქტებში დაიღუპნენ. დუმილით მიაგებენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას იმ დროს, როდესავ პირველი და მეორე თვითმფრინავები შეეჯახნენ სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს. სამგლოვიარო ცერემონიები მთელს აშშ-ში იმართება. ნიუ-იორკის ცერემონიას დაესწრება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა და ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუში შანგსვილში მიემგზავრებიან, სადაც მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი ჩამოვარდა.
პოპულარული
1