ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების სკეპტიციზმი


აშშ-ში ორი უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა.

ორი უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ადასტურებს, რომ ამერიკელები კრიტიკულად უყურებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალისხმევას ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით.

გამოკითხულთა ერთი ნაწiლი კი თვლის, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს საერთოდ არ ძალუძს ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს.

დღეს ჟურნალის "ნეშნალ ჯორნალის" მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, გამოკითხული ამერიკელების სამოცდაორი პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ინტერვიუები აგვისტოს თვეში ჩაუტარდა ათას ორას სრულწლოვან ამერიკელს და გამოკითხვა აჩვენებს, რომ პრეზიდენტ ობამას რეიტინგი, ბოლო გამოკითხვასთან შედარებით რამდენიმე ნიშnულით დაეცა და ახლა 46 პროცენტზე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ძირითადად საკუთარი მდგომარეობით აფასებენ. გამოკითხულთა 70 პროცენტი ამბობს, რომ მათი ან მეგობარი ან ოჯახის წევრი სამუშაოდან იქნა გათავისუფლებული რეცესიის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG