ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი პუტინის მთავრობას აკრიტიკებს


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი გარემოს დაცვის შესახებ რუსეთის ცხოვრების ყოველდღიურობა უნდა გახდეს.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვლადიმერ პუტინის მთავრობას გარემოს დაცვის პრობლემების იგნორირებისთვის აკრიტიკებს.

იშვიათ საჯარო კრიტიკაში პრემიერ პუტინის მიმართ, მედვედევმა აღნიშნა, რომ მთავრობა მხოლოდ საუბრობს გარემოს დაცვაზე, მაგრამ პრაქტიკულ ნაბიჯებს არ დგამს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი გარემოს დაცვის შესახებ რუსეთის ცხოვრების ყოველდღიურობა უნდა გახდეს.

გარემოს დამცველები ცოტა ხნის წინ, პრემიერ პუტინის მიერ მსოფლიოს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის, ბაიკალის ტბის ახლოს, ქაღალდის ქარხნის გახსნის ინიციატივას აკრიტიკებდნენ.

XS
SM
MD
LG