ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიდან ორი წლის შემდეგ


ომიდან ორი წლის შემდეგ
ომიდან ორი წლის შემდეგ

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის დისკუსია ქართველ ანალიტიკოსებთან



6 აგვისტოს ამერიკის ხმის ქართულ რედაქციაში გაიმართა დისკუსია, რომელიც საქართველოში რუსეთის აგრესიის ორი წლისთავს მიეძღვნა. გადაცემის სტუმრები იყვნენ ვაშინგტონში ამერიკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი მამუკა წერეთელი, ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერისტეტის მოწვეული პროფესორი და საერთაშორისო სამართლის ექსპერტი გოჩა ლორთქიფანიძე და დიდი ბრიტანეთიდან ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხელაშვილი. დისკუსიის ხანგრძლივობის გამო, ის ჩვენს ეთერში ორ ნაწილად გავიდა. სტუმრებმა უპასუხეს შეკითხვებს, თუ რა შეიცვალა ამ კონფლიქტის აღქმის თვალსაზრისით ორი წლის შემდეგ; რას წარმოადგენს ამერიკელი ანალიტიკოსების დოკუმენტი, რომლის თანახმად უნდა დაიწყოს აფხაზებისა და ოსების ჩართვა საერთაშორისო ფორუმებში; არის თუ არა მართლა მიხეილ სააკაშვილი მზად დიალოგისთვის რუსეთთან, მაშინ როდესაც კრემლი მას „პერსონა ნონ-გრატად“ მიიჩნევს; რატომ არ აძლევენ ახალ შეიარაღებას საქართველოს; არის თუ არა დაკნინებული დემოკრატია სერიოზული საფრთხე საქართველოსთვის. ჩვენი სტუმრები სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ. დისკუსიას უძღვება ლევან ღირსიაშვილი. მოისმინეთ აუდიო მასალა.

XS
SM
MD
LG