ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში მასობრივი პროტესტი დაიწყო


ტუნისში მასობრივი პროტესტი დაიწყო

ტუნისში მასობრივი პროტესტი დაიწყო. ათასობით ადამიანი დედაქალაქის ქუჩებში დემონსტრაციებს მართავს და პრეზიდენტ ბენ ალის გადადგომას ითხოვს. ასოშეიტედ პრესის ცნობით გუშინ არეულობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი ხელისუფლების ცნობით 23 ადამიანი იყო დაღუპული. ქვეყანაში დემონსტრაციები საკვებზე ფასების ზრდამ და უმუშევრობის მაღალმა დონემ გამოწვია. პრეზიდენტ ბენ ალის თქმით ის პოლიტიკურ და მედია რეფორმებს გეგმავს და თანამდებობის დატოვებას 2014 წლამდე არ აპირებს. მან ასევე გასცა ბრძანება, რომ დემონსტრაციის წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლასასროლი იარაღი არ გამოიყენოს.

XS
SM
MD
LG