მოძრაობა ჰამასის ოფიციალური პირის მკვლელობის გამო , ირლანდიამ ისრაელის დიპლომტი გააძევა.
ირლანდიის მთავრობამ ისრაელის დიპლომატი ქვეყნიდან დაითხოვა იმის გამო, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში დუბაიში მოძრაობა ჰამასის მაღალჩინოსნის მკვლელობაში გამოყენებულ იქნა ყალბი ირლანდიური პასპორტები.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკლ მარტინმა დღეს განაცხადა, რომ ირლანდიის მთავრობამ ხსენებული ზომის მიღება გადაწყვიტა მას შემდეგ რაც გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ისრაელმა ოპერაციის დროს ყალბი პასპორტები გამოიყენა.
მისი თქმით, გამოძიებამ ცხადყო, რომ მოძრაობა ჰამასის ოფიციალური პირის მაჰმუდ ალ-მაბჰუს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რვა პირმა ყალბი ირლანდიური პასპორტები გამოიყენა.