ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში ფრანგი ჯარისკაცები დაკრძალეს


პარიზში ფრანგი ჯარისკაცები დაკრძალეს
პარიზში ფრანგი ჯარისკაცები დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ფრანგების რაოდენობამ 70-ს მიაღწია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პატივი მიაგო გასულ კვიარს ავღანეთში დაღუპულ შვიდ ფრანგ ჯარისკაცს. მის თქმით, ეს ჯარისკაცები თალიბანის ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. სარკოზი დღეს პარიზში მათი დაკრძალვის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა.

სარკოზის თქმით, თალიბმა მეამბოხეებმა ავღანელი ხალხი დაატყვევეს, ჩაგრავენ ქალებს და მთელი ქვეყანა ტერორიზმის ბაზად გადააქციეს. დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ფრანსუა ფილონი და საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპე. 2001 წლიდან დღემდე ავღანეთში დაღუპული ფრანგი ჯარისკაცების რიცხვმა 70-ს მიაღწია. ავღანეთში საფრანგეთის 4000 კაციანი სამხედრო კონტინგენტი იმყოფება.

XS
SM
MD
LG