ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჩეხეთში


ჩეხეთის რესპუბლიკაში მემარჯვენე-ცენტრისტული სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა, რომელშიც ჩეხეთის სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ახალი კონსერვატორები და ცენტრისტული საზოგადოებრივ საქმეთა პარტია გაერთიანდნენ.

კოალიციამ ჩეხეთის 200 ადგილიან პარლამენტში 118 მანდატის მოპოვება შესძლო. ჩეხეთის სტატისტიკის ოფისის განცხადებით სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 20%-ი მოაგროვა.

საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატის 63%-მა მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG