ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონმა ლიბიის ოპოზიცია აღიარა


ლონდონმა ლიბიის ოპოზიცია აღიარა
ლონდონმა ლიბიის ოპოზიცია აღიარა

უილიამ ჰეიგი: ლიბიის დროებითი საბჭო დემოკრატიული ლიბიისთვის იბრძვის

დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან ოფიციალურად გააძევა ყველა ის ლიბიელი დიპლომატი, რომლებიც მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ იყო დანიშნული. ამავდროულად, ლონდონმა ოპოზიციური გარდამავალი ნაციონალური საბჭო ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, ეს ნაბიჯი ეფუძნება ოპოზიციის გაზრდილ ლეგიტიმურობას, კომპტენეტურობას და მიღწეულ წარმატებებს. მისი თქმით, ბრიტანეთს ისეთივე ურთიერთობა ექნება ლიბიის დროებით საბჭოსთან, როგორიც სხვა ქვეყნების მთავრობებთან გააჩნია.

ჰეიგის განცხადებით, ლიბიის ეროვნული საბჭო ღია და დემოკრატიული ლიბიისთვის იბრძვის, როემლიც მკვეთრად ეწინააღმდეგება კადაფის რეჟიმის მიზნებს. ჰეიგის განცხადებით, საკუთარი ხალხისადმი სასტიკი მოპყრობით კადაფიმ ლეგიტიმურობა დაკარგა. ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო, როგორც ლეგიტიმური ხლეისუფლება უკვე აღიარეს შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და მსოფლიოს კიდევ 30-ზე მეტმა სახელმწიფომ. უილიამ ჰეიგის განცხადებით საერთაშორისო ძალისხმევამ ათასობით ლიბიელი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

XS
SM
MD
LG