ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ფულს ზოგავენ


ამერიკელები ფულს ზოგავენ
ამერიკელები ფულს ზოგავენ

შეერთებულ შტატებში, პირველად ცხრა თვის მანძილზე, მოსამსახურეებს ხელფასი არ გაეზარდათ.

შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ბოლო დროს ამერიკელები ფულის ხარჯვის ნაცვლად, დაზოგვაზე უფრო მეტად ზრუნავენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია,რომ შეერთებულ შტატებში პირველად ცხრა თვის მანძილზე, მოსამსახურეებს ხელფასი არ გაეზარდათ.

აღსანიშნავია ისიც ,რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას, მომხმარებელთა მიერ დახარჯული თანხები წარმოადგენს.

ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის დასკვნით, მთავარი მიზეზი,რის გამოც ამერიკელები ფულს არ ხარჯავენ, ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირეა.

შეგახსენებთ,რომ ივნისში უმუშევრობის დონე ცხრა მთელი ხუთი მეათედი პროცენტი იყო. ივლისის თვის მონაცემებს ვაჭრობის დეპარტამენტი კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG