ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კვლავ ხანძარია


სტიქიამ 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1200 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

რუსეთს ბოლო ასი წლის მანძილზე მსგავსი ცხელი ზაფხული და მისგან გამოწვეული ხანძრები არ ახსოვს. სტიქიამ უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1200 კი ხანძრისგან გადამწვარი საცხოვრებელი სახლის გამო ღია ცას ქვეშ დარჩა.

რუსეთიდან მიღებული ინფორმაციით, მეხანძრეები ძალას არ იშურებენ იმისთვის,რომ ცეცხლის სხვადასხვა კერები ჩააქრონ და შედეგების ლიკვიდაცია მოახდნინონ. თუმცა მაღალი ტემპერატურა და ქარები მათ საქმიანობას აფერხებს.

კრემლის ბრძანებით,მიუხედავად იმისა,რომ ასი ათასობით მეხანძრე და მოხალისე ხანძრის გავრცელების ზონებში სტიქიის დამორჩილებას ცდილობს, კამჩატკის ნახევარკუნძულზე სიტუაცია დღემდე უმართავია.

რუსეთის სატელევიზიო არხებზე მუდმივად გადაიცემა გადამწვარი სოფლებისა და შეძრწუნებული მოსახლეობის ამსახველი კადრები.

ყაზანის მკვიდრის ლიუდმილა რომანოვას თქმით,მისი ოჯახის ჯანმრთელობა ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზარალდა. ოჯახის უმცროს წევრებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ, რისი მიზეზიც ხანძრისგან გამოწვეული კვამლით გაჯერებული ჰაერია.

მოსკოვიდან 600 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქი ვორონეჟი ხანძარმა განსაკუთრებით დააზარალა. ექვსას ადამიანს საცხოვრებელი სახლი გადაეწვა,სტიქია კი დღემდე მძვინვარებს და მოსახლეობის დარჩენილ ნაწილსაც საფრთხეს უქმნის.

იგორ ვლაზნევი ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელია. მისი თქმით,სტიქია კვლავ უმართავია და ერთადერთი ხსნა ახლა მხოლოდ წვიმაშია.

სინოპტიკოსების თქმით კი, რეგიონში ტემპერატურა უახლოეს მომავალში არ დაიკლებს და ნალექის სახით არანაირი ცვლილებები არ მოხდება.

ამ ფონზე ,რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ძალზე დრამატულად აფასებს.იგი მოუწოდებს ზემდგომ ორგანოებს ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა სტიქია გააკონტროლონ.

პრემიერი ასევე პირდება დაზარალებულ მოსახლეობას, რომ ოქტომბრისთვის მთავრობა გადამწვარ სახლებს აღადგენს, რადგან ამ დახმარებისთვის უკვე 150 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG