მიუხედავად იმისა,რომ ამ თვის დასაწყიში სტამბოლში ევროკავშირის წევრები და თურქეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ,თურქეთის ევროკავშირში შესვლა დღემდე მაინც გაურკვეველ საკითხად რჩება. ევროკავშირში ბუნდოვანი მომავალი თურქეთს ხელს მაინც არ უშლის იმაში,რომ რეგიონში გავლენის გაზრდაზე იფიქროს.
სტამბოლში ევროკავშირის წევრებისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩატარდა.მაგრამ მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს მაინც ძალზე დაძაბულია. ამის მიზეზი კი, მაისში ირანისთვის სანქციების დაწესების დროს თურქეთის ოპოზიცია გახლდათ,რითაც ანკარამ შეერთებულ შტატების ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია.
ანკარა დღემდე უიმედოდ ელის თავისი ძველი მოკავშირისგან -ისრაელისგან ბოდიშის მოხდას, ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ გემზე თავდასხმის გამო,რომლის დროსაც რვა თურქი მოქალაქე დაიღუპა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის აბდულა გულისა და პრემიერ მინისტრის რეჯეპ თაიპ ერდოღანის წინამძღოლობით, მუსლიმანური თურქეთი სისტემატურად ცდილობს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენა გააძლიეროს.დასამალი არც ის არის, რომ ბოლო დროს ანკარას ხშირად უწევს რეგიონში კონფლიქტების მედიატორის როლის შესრულება.
ალბათ ამიტომაც, დღესდღეობით ევროპაში ეკონომიკის სიძლიერით მეექვსე ადგილზე მყოფ და გეოპოლოტიკური გავლენის მქონე თურქეთს, მსოფლიოს ე.წ. მსუბუქი ძალაუფლების მქონე ქვეყანას უწოდებენ.
გასულ თვეს თურქეთის დელეგაციის ვიზიტმა ვაშინგტონს კიდევ ერთხელ შეახსენა ,რომ თურქეთს რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იბრაჰიმ კალინი თურქეთის პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი გახლავთ. მისი თქმით:
„თურქეთის ფსიქოლოგიური და შორს გათვლილი ნაბიჯები სრულად ასახავს იმ რეალობას,რაც ცივი ომის შემდგომმა პერიოდმა მოიტანა“
თურქეთის მართველი პარტიის წარმომადგენელი სუატ კინიკლიოღლი აღნიშნავს:
„შესაძლოა მიამიტობაშიც ჩამოგვართვათ,მაგრამ თუ გერმანია და საფრანგეთი დასავლეთ ევროპაში დაწინაურებული ქვეყნები არიან ,თურქეთსაც შესწევს უნარი ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში,შავი ზღვისა და ბალკანეთის რეგიონში ერთგვარ წამყვან ძალად იქცეს.“
კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ,რომ თურქეთმა ევროპას ნაწილობრივ ზურგი აქცია და პოლიტიკურ პარტნიორებად საკუთარ მეზობლებს, კერძოდ კი ირანსა და სირიას მოიაზრებს. ზუსტად ამ ქვეყნებთან აქვს ევროპას დაძაბული ურთიერთობები.
თურქეთის პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი იბრაჰიმ კალინი თურქეთის ამ მცდელობას საკუთარ რეგიონში კარგი სამეზობლო ურთიერთობების დამყარების სურვილით ხსნის:
„არ უნდა გვიკვირდეს,რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დასავლეთის ქვეყნებიც ანალოგიურად ცდილობენ რუსეთსა და ჩინეთს შორის გართულებული ურთიერთობები გააუმჯობესონ. ჩვენც ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის,რომ ჩვენს მეზობლებთან კავშირები გავაძლიეროთ“
აღსანიშნავია ,რომ თურქეთს აქვს იმის მიზეზი ,რომ მსგავსი თავდაჯერებულობა გააჩნდეს. ეკონომიკურად ძლიერმა თურქეთმა მსოფლიოს 30 ქვეყანას 500 მილიონი დოლარის დამხარება გაუწია. იბრაჰიმ კალინის თქმით:
„ჩვენ ვფიქრობთ,რომ ევროცენტრიზმი უნდა დაიძლიოს. ისეთი მცნებები,როგორიცაა ისლამური სამყარო, ოტომანები და ჩინეთი - წარსულს უნდა ჩაბარდეს“
ამ ფონზე კი , ვიდრე გლობალური მნიშვნელობის მქონე ძლიერი სახელმწიფოები მსოფლიოში გავლენას კარგავენ, ახალი მსოფლიოს ავანსცენაზე პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი ჩინეთი,ინდოეთი და ბრაზილია გამოდიან.