ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს დამკვირვებლები ირანში იმყოფებიან


ჰერმან ნაკაერტსი ვენის აეროპორტში. 01.28.2012

მათ მიზანს ქვეყნის ბირთვული პროგრამების შესწავლა წარმოადგენს

საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს ინსპექტორები კვირას ირანში ჩავიდნენ. მათი მიზანია მაქსიმალურად შეისწავლონ ქვეყნის ბირთვული პროგრამები, რათა მათი მოხმარების სამხედრო ასპექტი გამოირიცხოს.

თეირანში სამდღიანი ვიზიტით ჩასულ დელეგაციას ბელგიის მოქალაქე, ჰერმან ნაკაერტსი ხელმძღვანელობს. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორგანიზაციის სათაო ოფისის დატოვებამდე მან განაცხადა, რომ გუნდი შეეცდება დაადგინოს, თუ რამდენად სამშვიდობო ხასიათისაა ირანის ბირთვული პროგრამები.

ირანი საერთაშორისო ბრალდებებს დაჟინებით უარყოფდა და საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებდა. ბატონი ნაკაერტსი, რომელიც ამავე დროს სააგენტოს გენერალური დირექტორია, ამბობს, რომ მისი გუნდი ირანთან იმ დიალოგს გამართავს, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ელის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დონის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან გაეროს ინსპექტორები და რომელ ქალაქებს მოინახულებენ ისინი ირანში.

XS
SM
MD
LG