შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს ზედამხედველობას მექსიკის ყურეში მიმდინარე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, რომელსაც ნავთობწარმოების გიგანტი კომპანია "ბრითიშ პეტროლიუმი" წარმართავს.
სანაპირო დაცვის გადამდგარმა ადმირალმა ტედ ალენმა განაცხადა, რომ მთავრობამ დამატებითი მონიტორინგი დააწესა "ბრითიშ პეტროლიუმის" მიერ მიმდინარე სატესტო სამუშაოებზე. მისი თქმით, ეს მოიცავს სეისმურ შემოწმებას ჭაბურღილის მდებარეობაზე და ჭაბურღილის სარქველის დახურვას.