ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავიდ პეტრეუსი ოფიციალურად შეუდგა სამსახურის შესრულებას


პეტრეუსის განცხადებით ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს სტრატეგიის ცვლილებას .

აშშ-ის არმიის გენერალი დევიდ პეტრეუსი უკვე ოფიციალურდ ჩაუდგა სათავეში ავღანეთში დისლოცირებული ამერიკისა და ნატოს ჯარებს. ქაბულში ნატოს სამხედრო ბაზაზე მან ხელმძღვანელობის გადაბარების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ 9 წლიანმა ომმა თავის კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

"ჩვენ ჩართული ვართ მძიმე ბრძოლებში. რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ გავიმარჯვოთ.“ განაცხადა გენერალმა

შეგეხსენებთ, რომ გენერალმა პეტრეუსმა გენერალი სტენლი მაკკრისტალი მას შემდეგ შეცვალა, რაც ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ცუდად მოიხსენია.

გასულ კვირას გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პეტრეუსის განცხადებით ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს სტრატეგიის ცვლილებას და აღუთქვა , რომ სამხედრო მისია წარმატებით დასრულდება.

XS
SM
MD
LG