ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტები კადრს მიღმა


Novinar pod stresom
Novinar pod stresom

ჟურნალისტები მძაფრ ემოციურ და ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან მძიმე შემთხვევებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც.

ჟურნალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში უწევთ მუშაობა, რის გამოც ხშირად მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის გამო, ბევრი მათგანი პოსტ-ტრამვატული სტრესის ზემოქმედებას განიცდის

როგორც ფოტოჟურნალისტი კიან ამანი ამბობს:

” ჩემთვის ყოველი ღამე ნამდვილი კოშმარია. ვფიქრობდი,რომ ამ დღეს დამიჭერდნენ. ვერასოდეს ვგრძნობდი თავს დამშვიდებულად.“

დღეს ფოტოჟურნალისტმა კიან ამანიმ ახალი ცხოვრება დაიწყო ვაშინგტონში. შარშან ზაფხულში ის ირანის არჩევების შემდგომ არეულობას აშუქებდა თეირანის ქუჩებში. დემონსტრანტებისთვის სურათების გადაღების გამო ის სამჯერ დააპატიმრეს. ის ძალადობის ესკალაციის თვითმხილველი გახდა:

„ მე გავრბოდი, როცა მათ სროლა დაიწყეს და ჩემი თვალით ვნახე როგორ მოხვდა მკერდში ტყვია 18 წლის ბიჭს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ეს უმძიმესი სანახავი იყო ჩემთვის. სტრესი და ღამეული კოშმარები თავს არ მანებებდნენ. დეპრესია დამეწყო. არჩევნების წლისთავზე დიდ ტკივილს მაყენებს ამის მოგონება.“

კიანი არ არის გამონაკლისი. ის ჟურნალისტები რომლებიც 11 სექტემბრის, ჰაიტის მიწისძვრის ან ირანში არჩევნების შედეგების მსგავს ამბებს აშუქებენ მძაფრ ემოციურ და ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან ამ ამბებიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგაც კი. ისინი გულგრილად კი არ აშუქებენ მოვლენებს, არამედ ეს ყველაფერი მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება.

„ მათ ამბავი უნდა გადმოსცენ, თვითონ კი არ უნდა გახდნენ ამ ამბის გმირები.“

სუზან სტაფორდი ვაშინგტონელი ფსიქოლოგია, ის იმ ჟურნალისტებს მკურნალობს, რომლებიც 11 სექტემბრის და ქარიშხალი კატრინას მსგავს მოვლენებს აშუქებენ. მისი თქმით, რეპორტიორებს იგივე განცდები აქვთ, როგორც ამ ამბების შუაგულში მოყოლილ ადამიანებს.

„ ეს ფსიქოლოგიურ და ემოციურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. როდესაც ჩვენ სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩდებით ადამიანის ორგანიზმი უამრავ ქიმიურ ნივთიერებას წარმოქმნის, რომლებიც მას ამ დაბრკოლების გადალახვაში ეხმარებიან. ამ ქიმიური ნივთიერებებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანის ორგანიზმი არ გამოყოფს. სხეულიდან მათ გამოსვლას კი დიდი დრო სჭირდება. ამას ემოციური განცდდებიც ემატება, ჩნდება თანაგრძნობა და აქედან გამომდინარე სევდა. ზოგჯერ სიკვდილს გადარჩენილ ადამიანებს, რაღაც ბრალეულობის შეგრძნებაც კი უჩნდებათ.“

იმ ჟურნალისტებს მესამედს, რომლებიც საომარი მოქმედებების რაიონში მუშაობდნენ ამგვარი პრობლემები აწუხებთ. ისინი მუდმივად დაძაბულნი არიან ოდესღაც განცდილი ტრამვის გამო. მათთვის ჩვეულებრივი ამბავია ღამეული კოშმარები, მეხსიერების დაზიანება, წარსულის და აწყმოს არევდარევა. ეს სიმპტომები შესაძლოა თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ერთ-ერთ გამოკველევაში მონაწილე ფოტოჟურნალისტების 98% იმგვარ მოვლენებს აშუქებდა, რომელბსაც ფსიქიატრები ტრავმატულად მიიჩნევენ.

„ ისინი უძილობისგან იტანჯებიან და ხშირად ის ამბები ესიზმრებათ, რაც ოდესღაც გადახდენიათ თავს. ადვილად ღიზიანდებიან და წარსულის გახსენება უჭირთ.“

„ უამრავი ჟურალისტი განიცდის ამგვარ ზემოქმედებას.“

მაიკ ვოლტერი ვეტერანი ჟურნალისტია, რომელიც პენტაგონზე 11 სექტემბრის თავდასხმას აშუქებდა და ამის შემდეგ ღამეული კოშმარები დაეწყო. მან დოკუმენტური ფილმი გადაიღო,რომელშიც ამგვარი კატეგორიის ჟურნალიტების პრობლემებია ასახული. ამჟამად ის სპეციალურ ცენტრში მუშაობს, რომელიც ემოციური სტრესის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს ფსიქოლოგირი პრობლემების დაძლევაში ეხმარება. მისი აზრით გასულ თვეს ირანში ჩატარებული არჩევნების წლისთავზე იქ მომუშავე ჟურნალისტებს ისევ გაუჩნდათ სტრესის შეგრძნება.

„ ამ წლისთავზე გაზეთებში გამოჩენილი ფოტოები ისევ წარსულში გაბრუნებენ. მე გაოგნებული დავრჩი, როდესაც 11 სექტემბრის წლისთავისადმი მიძღვნილ გადაცემაში ისეთივე გრძნობა დამეუფლა, როგორც იმ ტერორისტული თავდასხმის დროს.“

როგორც დოქტორ სტაფორდი ამბობს, ადამიანები ძალზე სიცოცხლისუნარიანები არიან და სხვა პაციენტების მსგავსად, ჟურნალისტებსაც შეუძლიათ საკუთარი მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ის თავის პაციენტებს ძველი საქმიანობის გაგრძელებას და მომავლის იმედის შენარჩუნებას ურჩევს. მართალია, ბევრი უბედურება ხდება ცხოვრებაში, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ქვეყანაზე ბევრი კარგი რამეც არსებობს.

XS
SM
MD
LG