ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქება მოხდა


აფეთქება ტერორისტულ თავდასხმას არ წარმოადგენდა.

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით ორშაბათს ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ჰაიდერაბადში ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 18 და დაიჭრა 40 ადამიანი.

ხელისუფლების ცნობით, აფეთქება გამოიწვია სატვირთო ავტომანქანის ცისტერნაში განლაგებულა ქიმიურმა ნივთიერებებმა. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აფეთქება ტერორისტულ თავდასხმას არ წარმოადგენდა.

სატვირთო ავტომანქანა სადგურთან იყო მიყენებული, როცა აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაინგრა რამდენიმე ახლომდებარე მაღაზია. პაკისტანის ტელევიზიით ნაჩვენებ რეპორტაჟებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ნანგრევებში აფეთქების მსხვერპლებს ეძებდნენ.

XS
SM
MD
LG