ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიკომუნისტური დემონსტრაცია ტაივანში

ტაივანის პრეზიდენტი ჩინეთთან ჩარჩო ხელშეკრულების დადებას უჭერს მხარს.

ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ტაივანის დედაქალაქში გამართულ ანტიკომუნისტურ დემონსტრაციაში. დემონსტრანტები ჩინეთთან დაგეგმილ სავაჭრო ხელშეკრულებას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციას ოპოზიციური დემოკრატიული პროგრესის პარტია ხელმძღვანელობდა. ტაივანის პრეზიდენტი ჩინეთთან ჩარჩო ხელშეკრულების დადებას უჭერს მხარს, რამაც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვიოს.

ოპოზიცია ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

This item is part of
XS
SM
MD
LG