ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო-ს მომავალი


ნატო-ს მომავალი
ნატო-ს მომავალი

ახალ კონცეფციას ანალიტიკოსები განიხილავენ

სულ რაღაც 20-იოდე წლის წინ, როდესაც დასავლეთისთვის მთავარი საფრთხე საბჭოთა კავშირი იყო, ჩდილო ატლანტიკური ალიანსს ამ საფრთხის შეკავებეს საქმეში მთავარი როლი ქონდა დაკისრებული. თუმცა, 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემის და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალიანსმა ეს ფუნქცია დაკარგა. თუმცა, მალევე გარდაიქმნა ორგანიზაციად, რომელსაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის დომინანტობის დასრულების მისია დაეკისრა. ნატო-მ ახალი ფუნქცია შეითვისა, რომლის აღსასრულებლად 1990-იან წლებში ბალკანეთზე გაგზავნა მისია, ხოლო სულ რაღაც ათ წელიწადში კი ალიანსის ჯარებმა ავღანეთს მიაშურეს. თუმცა, ეს ნაბიჯები დასავლეთ ევროპის მოსახლეობაში ნდობის გასამყარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეერთებული შტატების ფლოტის ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანია. მისი განცხადებით, ალიანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრადიციული და ასევე სხვა საფრთხეების - ტერორიზმის, მეკობრეობის და კიბერშეტევების განეიტრალების მიზნით. მისი თქმით, ნატო-ს ჯარები უზრუნველყოფენ მშვიდობას კოსოვოში, მუშაობენ სარაკეტო შეტევებისგან ევროპის დასაცავად და ყოველდღიურად იბრძვიან, რათა ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი. ამ სიტყვებთან ერთად, ადმირალი სტავრიდისი აღიარებს, რომ არსებობს ისეთი საკითხიც, რის მოგვარებასაც ნატო ვერ ახერხებს.

„ჩვენ კარგად შეგვიძლია რაკეტების გაშვება, თუმცა ასე კარგად არ შეგვიძლია იდეების გენერირება,“ - აცხადებს ადმირალი.

მისთვის და ალიანსის სხვა ლიდერებისთვის ძალზედ რთულია მოსახლეობის დარწმუნება, იმაში, რომ ნატო-ს მომავლის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ამ პრობლემას ისინი განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში აწყდებიან. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ევროპის თავდაცვის დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2 პროცენტია და ასევე ალიანსი ავღანეთში საკმარის ძალებს ვერ უყრის თავს.

ალიანსის ახალი სტრატეგიის კონცეფცია ლიდერებმა ნოემბერში დაგეგმილ სამიზტე უნდა მიიღონ. ამ დოკუმენტის შექმნა კი ექსპერტების ჯგუფს ქონდა დავალებული, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ედგა სათავეში. ჯგუფმა დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.

„ჩვენ ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა ავხსნათ, თუ რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ის ალიანსი, რომელიც 60 წლის წინ სულ სხვა მიზნით შეიქმნა. და ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ ცხოვრება ყველაზე არაპროგნოზირებად დროში გვიწევს, რაც კი ოდესმე ყოფილა მსოფლიოში. ამისთვის კი საჭიროა, რომ უფრო მეტად მოქნილი და მრავალმხრივი გახდეს ალიანსი, რათა დაძლიოს ის სირთულეები, რაც მის წინაშე არსებობს,“ - აღნიშნა ქალბატონმა ოლბრაიტმა.

ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკვე იქცა ანალიტიკოსების განხილვის თემად. დეიმონ ვილსონი ატლანტიკური საბჭოს მკვლევარია.

„ეს დოკუმენტი არ აპირებს წნეხს ევროპულ საზოგადოებაზე და ამერიკელი ხალხის წარმოდგენებზე. არა , ეს ასე არ იქნება. თუმცა ამ კონცეფციის მიზანია,რომ ალიანსი წევრი ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს ერთი ქაღალდი, ერთი დოკუმენტი ქონდეთ, სადაც ის საერთო ხედვა იქნება ჩამოყალიბებული, რითაც ისინი თავიანთ მოქალაქეებთან ილაპარაკებენ და აუხსნიან ალიანსის მიზნებს, თუ რის შესახებ და რატომ არის ესა თუ ის მისია აუცილებელი. მათ საერთო არგუმენტები უნდა ქონდეთ,“ - აცხადებს დეიმონ ვილსონი.

ამ ხედვას „ჰერითიჯის ფონდის“ ევროპის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი სალი მაკნამარაც იზიარებს. თუმცა, მისი თქმით, ნატოში საერთო კონსენსუსის მისაღწევად ერთწლიანი კონსულტაციები საკმარისი ვერ იქნება.

მაკნამარა აცხადებს, რომ კონცეპტუალური საუბრების გარდა, ალიანსის ლიდერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რაც ალიანსის რელევანტურობის დემონსტრირებას მოახდენს, ისეთი როგორიცაა თავდაცვის დანახარჯები, წვრთნისა და აღჭურვის საკითხები, რაც ავღანეთის ოპერაციის წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა.

XS
SM
MD
LG