ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შანხაის ექვსეული“ უზბეკეთში


სამიტი ორ დღეს გაგრძელდება

უზბეკეთში შანხაის უსაფრთხოების ორგანიზაციის ექვსეულის შეხვედრა დაიწყო. გუშინ ტაშკენტში ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ჩავიდა. ორგანიზაციის ლიდერთა სამიტი ორ დღეს გაგრძელდება. ჩინეთის ლიდერი უკვე შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს. ჩინეთის მედიის ცნობით, ჰუ ძინტაომ ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიების, უსაფრთხოების და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. სამიტს ასევე დაესწრებიან რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის ლიდერები.

XS
SM
MD
LG