ამერიკა, მექსიკის ყურეში ჭაბურღილის აფეთქების შედეგად დაზარალებულების გვერდით - ბოლომდე დარჩება" -აღნიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
კვირის შემაჯამებელ ტრადიციულ გამოსვლაში ბარაკ ობამამ იმ მცდელობებზე ისაუბრა, რომელსაც ამერიკა პრობლემის მოსაგვარებლად ახორციელებს.
გუშინ პრეზიდენტი სამხრეთის შტატი- ლუიზიანადან დაბრუნდა, სადაც კომპანია "ბრითიშ პეტროლიუმის" ნავთობის გადინების შესაჩერებლად წარმოებულ ოპერაციას თავად დააკვირდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიპიმ წარმატებას მიაღწია ნავთობის წყლის ზედაპირზე ამოსვლის შეჩერების საქმეში.