ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე გემიც დაკავებულია


მეორე გემიც დაკავებულია

ღაზას სექოტრში მიმავალი სატვირთო გემი დააკავეს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.

ისრაელის სამართალდამცველებმა კურსის შეცვლის შესახებ განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ, ღაზას სექტორში მიმავალი სატვირთო გემი დააკავეს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.

ოფიციალური განცხადებით, ირლანდიური წარმოშობის რაჩელ კორის ეკიპაჟის პროპალესტინურ წევრებს, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

გემს 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. ეკიპაჟის წევრებს შორის ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაკავებულების მოფრთხილების ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG