ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში


არჩევნებამდე წინასწარი გამოკითხვებით, მმართველ პარტიას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. ადგილობრივ არჩევნებს დასავლეთი პრეზიდენტი სააკაშვილის გამოცდად მიიჩნევს.

წინასწარი გამოკითხვებით,არჩევნებში მმართველ პარტიას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. რაც ექსპერტების თქმით,ოპოზიციის არაერთიანობის შედეგია.

ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებთან ერთად, პირველად ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები, რაც ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანი მოვლენაა.

უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ამ დღეებში საქართველოში მუშაობენ ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 30 მაისს პირველად ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები.

დღეს საქართველოში 64 საკრებულო წევრები აირჩიეს.

თბილისის მაცხოვრებელი და მცირე ბიზნესის მფლობელი თემურ მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო.

„ არავინ უნდა იცხოვროს იმედის გარეშე. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და რომ ჩემი მოვალეობა იყო არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო.“

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი თბილისის კეთილდღეობისთვის იზრუნებს.

უგულავა: „მინდა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც დავიწყეთ. ერთერთი პრიორიტეტია სამუშაო ადგილების შექმნა და მე მიზნად ვისახავ 3000 დამატებითი სამუშაო ადგილის გახსნას. დასაქმება თბილისის პრიორიტეტია. ეს ნიშნავს, რომ გასაკეთებლი კიდევ ბევრია და მთავრობა ამის პირობას დებს.“

უგულავას ბევრი პრეზ. სააკაშვილის მემკვიდრედ მოიაზრებს.

ამ ფონზე, თბილისის მერობის ერთერთი კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს:

ალასანია: „არჩევნები მთავრობის მშვიდობიანი გზებით, დემოკრატიულად შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი იქნება საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. არ ვფიქრობ რომ ამ ქალაქში ან მთლიანად საქართველოში რაიმე საფუძველი არსებობდეს იმისა, რომ მდგომარეობა ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს. ხალხს ამის სურვილი არ აქვს.“

როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი უკვე დადებითად აფასებს ჩატარებულ პროცესს:

ხარატიშვილი: „დღესდღეობით, საქართველოში შესაძლებელია დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ისე როგორც ეს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. ამ გამოწვევას ქართველი ხალხი და საზოგადოება წარმატებით გადალახავს.“

XS
SM
MD
LG