რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მეორე პოლიციელი მძიმედ დაიჭრა.
დღესვე დაღესტანში პოლიციას და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკების შედეგად სამი მეამბოხეა დაღუპული.
დაღესტნის ტერიტორიაზე შეტაკებები მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე პარტიზანული ომის გაგრძელებაა.