ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო გარემო საქართველოში


წინასაარჩევნო გარემო საქართველოში

ამერიკის ხმის რესპონდენტმა პოლიტოლოგმა ბატონმა იგორ კვესელავამ აღნიშნა, რომ მისი აზრით წელს საქართველოში სხვა წლებთან შედარებით წინასაარჩევნო გარემო უფრო დემოკრატიულია. მისივე თქმით იგი იმედოვნებს, რომ წლევანდელი არჩევნები საქართველოში შედარებით მისაღები ფორმითა და დემოკრატიულად ჩატარდება. ბატონმა იგორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო შუალედური ანგარიშები შესაძლოა სრულად არ ასახავს საზოგადოების ნებას, თუმც მიახლოებული მაინც არის. ბატონმა იგორმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლოა არის და ასევე იყოს არჩევნების მსვლელობისას რაიმე სახის დარღვევები, მაგრამ მისი აზრით მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ არსებითი დარღვევები არ იყოს. მისივე თქმით მას მერობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტად ბატონი გიგი უგულავასა და ირაკლი ალასანიას საარჩევნო პლათფორმები მოსწონს.

XS
SM
MD
LG