სუდანის ხელისუფლების განცხადებით, მათ რამდენიმე მეამბოხე მოკლეს და მათი თავშეყრის ადგილიც გაანადგურეს.
სუდანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, შეტაკების დროს 108 მეამბოხე იქნა მოკლული, ხოლო 61 კი დაპატიმრებული.
სუდანის არმია ასევე აცხადებს, რომ ჩადთან სასაზღვრო ზოლს ბოლომდე აკონტროლებს, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა მსხვერპლი სუდანის ჯარისკაცთა შორის - ჯერ არ გავრცელებულა.
ხელისუფლებამ ოპერაცია მას შემდეგ დაგეგმა, რაც ხუთშაბათს მეამბოხეები სამთავრობო ავტოკოლონას დაესხნენ თავს.