ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება


კომპანიის მუშები დღეს წყლის ქვეშ გამავალი დაზიანებული მილის შეკეთებას ცდილობდნენ.

ნავთობკომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ ინჟინრები მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ. ისინი დღეს წყლის ქვეშ გამავალი დაზიანებული მილის შეკეთებას ცდილობდნენ.

„ბრიტიშ პეტროლიუმის“ მთავარმა აღმასრულებელმა ტონი ჰევარდმა რადიოსადგურ „ბიბისის“ ეთერში განაცხადა, რომ მილიდან ნავთობის გაჟონვა მალე შეჩერდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები 10 დღის ვადაში დასრულდება.

მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვა სამი კვირის წინ მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზარალი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG