ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღებული და ზრდილობიანი საზოგადოება


შეიარაღებული და ზრდილობიანი საზოგადოება
შეიარაღებული და ზრდილობიანი საზოგადოება

დებატები იარაღის ტარების შესახებ

შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის და ტარების უფლებასთან დაკავშირებით უმაღლეს სასამართლოში მწვავე დებატები მიმდინარეობს. სასამართლოს თქმით, იარაღის ფლობა კონსტიტუციური უფლებაა, რასაც ილინოისის შტატის კანონი იარაღის შენახვის აკრძალვასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება. ამერიკელები ფიქრობენ, რომ იარაღის ფლობა დანაშაულების შემცირებასაც იწვევს.

„ხანგრძლივი დროის მანძილზე დამტკიცებულია, რომ იარაღი საზოგადოებას უფრო უსაფრთხოს ხდის. შეიარაღებული საზოგადოება ზრდილობიანი საზოგადოებაა,“ - ამბობს გრეგ სტოუნი, რომელიც იარაღის შენახვის უფლებას იცავს.

ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს ჩიკაგოს მერი რიჩარდ დეილი. მისი თქმით, საღი აზრი იარაღის შემცირებისკენ იხრება, ვიდრე ქუჩებში შეიარაღებული ხალხისკენ.

ჩიკაგოში მიღებულ კანონს ცეცხლსასროლი იარაღის 28 წლით აკრძალვასთან დაკაშირებით, უმაღლესმა სასამართლომ არაკონსტიტუციური უწოდა.

ამის საპასუხოდ ქალაქის კანონმდებლებმა რამდენიმე ახალი კანონი შეიმუშავეს, რომელიც შეზღუდვებს აწესებს იარაღის გამოყენებაზე, გაყიდვისა და ტრანსპორტირების წესებზე. იარაღის აკრძალვას საზოგადოებაში მომხრეებიც ყავს. ანეტ ჰოლტის ვაჟი საქალაქო ავტობუსში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას ქუჩებში შეიარაღებული ხალხის ეშინია და ფიქრობს რომ ეს ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ეს ჩვენთვის სილის გაწნას უდრის, მათთვის ვინც იარაღით ძალადობის შედეგად შვილები დავკარგეთ,“ - ამბობს ანეტ ჰოლტი.

უმაღლესი სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ ცეცლხასასროლი იარაღის ფლობა თავდაცვისთვის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, რომელიც შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეორე ჩასწორებით არის გარანტირებული. თუმცა, ჩიკაგოს მერი რიჩარდ დეილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალი შეზღუდვებით ისე ეწინააღმდეგება, რომ კონსტიტუციის აღნიშნულ ჩასწორებას არ არღვევს.

„ჩვენ ვართ კანონების ქვეყანა და არასდროს უნდა ვიქცეთ იარაღის ქვეყნად,“ - აცხადებს ჩიკაგოს მერი.

უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვირჯინიაში იარაღის მომხრეები აღტაცებით შეხვდნენ. ისინი ვაშინგტონთან ახლოს სპორტ-კაფეში შეიკრიბნენ, რათა მეორე გამარჯვებაც აღენიშნათ. საქმე იმაშია, რომ ვადა გაუვიდა15 წლიან შეზღუდვას, რომელიც რესტორანში იარაღის აკრძალვას შეეხებოდა. ფილიპ ვან კლივი ვირჯინიის იარაღის უფლების დაცვის ჯგუფის პრეზიდენტია.

„დაახლოებით ორასორმოცდათი ათასი დამალული იარაღია ვირჯინიაში და ამის შემდეგ მათ საშუალება ექნებათა ატარონ ეს იარაღი, როდესაც რესტორანში შევლენ დასანაყრებლად. მათ ასევე შეეძლებათ, რომ ეს იარაღი ღიად ატარონ და არა დაფარულად,“ - აცხადებს ვან კლივი.

ის ამბობს, რომ მისი ჯგუფი გააგრძელებეს ბრძოლას იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებით სხვა აკრძალვების გასაუქმებლადაც. ერთერთი აკრძალვა ვირჯინიაში იარაღის ყიდვას შეეხება. ამ კანონის მიხედვით, 30 დღის მანძილზე ადამიანს მხოლოდ ერთი იარაღის შეძენის უფლება აქვს.

ვან კლივის თქმით, ჩიკაგოსა და ვაშინგტონში იარაღზე შეზღუდვების მოხსნა სხვა ადგილებშიც გამოიწვევს იმ კანონების შემსუბუქებას, რომელიც იარაღის ფლობას და ტარებას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG