ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია რუსეთს სთხოვს დახმარებას


იაპონია რუსეთს სთხოვს დახმარებას

იაპონიამ რუსეთს მიმართა თხოვნით სპეც-დანიშნულების გემი გააგზავნოს იაპონიას, რათა მის ბორტზე გადაიტანონ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციით დაბინძურებული წყალი.

რუსეთმა განაცხადა, რომ ამ თხოვნას ამჟამად რუსეთის სახელმწიფო ბირთვული სააგენტო როს- ატომი განიხილავს. ეს გემი თავის დროზე რუსეთისა და იაპონიის ერთობლივი პროექტით იქნა აგებული. მასზე დაყენებული აპარატურის მეშვეობით რადიაქტიური სითხეების გადამუშავება ხდება. ფუკუშიმას სადგურიდან ოკეანეში 10 000-ზე მეტი ტონა დაბინძურებული წყალი ჩაუშვეს, რათა ადგილი გაენთავისუფლებინათ სპეც-კონტეინერებში კიდევ უფრო დაბინძურებული წყლისათვის. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა იუკიო ედანომ განაცხადა ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო. როგორც მან აღნიშნა ოკეანეში ჩაღვრილი წყალი ბევრად უფრო ნაკლებად რადიაქტიურია, ვიდრე ის წყალი, რომელიც ამჟამად იტუმბება სპეც-კონტეინერებში ფუკუშიმას სადგურის მეორე რაქტორიდან.

XS
SM
MD
LG