ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის კრიზისის დასრულება სურს


კადაფის კრიზისის დასრულება სურს
კადაფის კრიზისის დასრულება სურს

ლიბიის ლიდერმა მოამარ კადაფიმ მისი წარმომადგენელი მიავლინა საბერძნეთში, რომელიც პრემიერ-მინისტრ გეორგიუს პაპანდრეუსს შეხვდა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრის დრუტსასის თქმით, როგორც სჩანს კადაფის სურს მეამბოხეებთან შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების გზების გამონახვა. კადაფის წარმომადგენელი, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციების შემსრულებელი აბდულ ატი ალ ობეიდი ბატონ პაპანდრეუსს ათენში შეხვდა. ტრადიციულად საბერძნეთს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა კადაფის რეჟიმთან. ბერძენი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად საუბარში ობეიდიმ აღნიშნა, რომ იგი მალტასა და თურქეთში აპირებს ჩასვლას. ნიუ-იორკ ტაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კადაფის ვაჟიშვილმა სეიფ ელ ისლამ კადაფი ახალი ინიციატივით გამოვიდა ამ კონფლიქტის მოგვარების გზისა. ამ ინიციატივის თანახმად მოამარ კადაფი უარს იტყვის ხელისუფლებაზე და მისი ვაჟიშვილის ზედამხედველობით მოხდება გადასვლა კონსტიტუციურ დემოკრატიაზე. მაგრამ როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელსაც ახლო კონტაქტები გააჩნია ლიბიის მთავრობასთან განაცხადა, როგორც სჩანს არც მოამარ კადაფის და არც მეამბოხეებს სურთ ამ ინიციატივის მიღება.

XS
SM
MD
LG