ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თბილისში


თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თბილისში
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თბილისში

2012 წელს თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნება, სადაც 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. ამის თაობაზე ამერიკის ხმას ინტერვიუ მისცა თსუ-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით: -"იმისათვი, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იყოს წამატებული საჭიროა, რომ ერთ მოსაზიდ დოლარზე მთავრობამ ოთხი დოლარი დახარჯოს, რათა ინფრასტრუქტურა და გარემო შეიქმნას. წარმატებული ინდუსტრიული ზონები არის მაგალითად ჩინეთში, არაბეთის საემიროებში და ა.შ. იმისათვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თბილისშიც იყოს წარმატებული, გარდა მთავრობის ძალისხმევისა ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინვესტორების ვინაობა: ვინ არიან, საიდან მოდიან და რა სახის გამოცდილება გააჩნიათ მათ. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ინდუსტრიის ზონა თავისთავად ექსპორტზე უნდა იყოს ორიენტირებული. სწორეს ამიტომ აუცილებელი ა, რომ საქართველოს გარშემო ბაზრები გაიხსნას და ქვეყანაში წარმოებულმა პროდუქციამ, თუ ის დააკმაყოფილებს იმ ხარისხის სტანდარტებს ყოველგვარი პოლიტიკური და არასატარიფო ბარიერების გარეშე შეაღწიოს სხვა ქვეყნების ბაზარზე."

XS
SM
MD
LG