ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერში კადაფის ვაჟიშვილი დააკავეს


ნიგერში კადაფის ვაჟიშვილი დააკავეს
ნიგერში კადაფის ვაჟიშვილი დააკავეს

ნიგერის რესპუბლიკის მთავრობის განცხადების თანახმად სამხედრო პატრულმა, ავტოკოლონა შეაჩერა, რომელშიც აღმოაჩინეს ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფის ვაჟიშვილი საადი და მისი თანმხლები 9 პირი.

ავტოკოლონამ ლიბიის საზღვარი გადაკვეთა და ნიგერის ქალაქ აგადეზისაკენ მოძრაობდა. ამ ქალაქში ვარაუდით თავს აფარებენ კადაფის მომხრეები მისი სამი გენერლისა და უშიშროების სამსახურის მეთაურის ჩათვლით. ნიგერის მთავრობა არ აპირებს საადი კადაფის დაპატიმრებას, რადგანაც მის სახელზე ჰააგის საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს არ გაუცია დაპატიმრების სანქცია.

XS
SM
MD
LG