ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში გაუქმდა საგანგებო კანონი


სირიაში გაუქმდა საგანგებო კანონი

სირიის მთავრობამ დაამტკიცა კანონი, აი უკვე 50 წლის განმავლობაში არსებული საგანგებო კანონის გაუქმების შესახებ.

მთავრობამ დააკმაყოფილა ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა. მთავრობა ამის პარალელურად იმუქრება მკაცრი ზომების გატარებით თუ არ დასრულდა მღელვარებები ქვეყანაში. სირიის მთავრობამ დაშალა სპეც-ტრიბუნალი, რომელიც ჩვეულებრივ პოლიტიკურ პატიმრებს ასამართლებდა და მიიღო კანონი მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაციების დაშვების შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამოდენიმე საათში სირიის ადამინის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქ ჰომსში ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტი დააკავეს. მანამდე სინაგანა საქმეთა სამინისტრომ გაფრთხილება გააკეთა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგამნ თავშეკავებაზე.

XS
SM
MD
LG