ბაჰრეინის პოლიციამ მანამას საქმიან უბანში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას მიმართა. მანიფესტაციის მონაწილეებმა ამ უბანში ყველა მისასვლელი გადაკეტეს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ თავისი თვალით ნახეს რეზინის ტყვიები, რომლებიც უშიშროების სამსახურის აგენტებმა მოპროტესტეებს დაუშინეს. ამის პარალელურად პოლიციამ ბაჰრეინის უნივერსიტეტში სტუდენტთა საპროტესტო აქცია დაარღვია. ათასობით შიითი აი უკვე რამოდენიმე კვირაა მონაწილეობს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო შენობებისა და სამეფო სასახლეების შორიახლოს. აქციაში მონაწილენი მოითხოვენ მეტ პოლიტიკურ უფლებებს.
აქციაში მონაწილენი მოითხოვენ მეტ პოლიტიკურ უფლებებს.
პოპულარული
1