ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სსკ საქართველოს 360 მილიონ დოლარს გამოუყოფს


სსკ საქართველოს 360 მილიონ დოლარს გამოუყოფს
სსკ საქართველოს 360 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამ თემაზე ჩვენმა რესპონდენტმა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ეკონომიკის დოქტორმა ბატონა გიორგი ღაღანიძემ ისაუბრა. მისი თქმით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციი ს მიერ გამოყოფილი 360 მილიონი საქართველოში სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურისა და საბანკო სექტორის განვითარებას მოხმარდება. ასევე მოხდება წახალისება მცირე და საშუალო ბიზნესისა, რომელიც მისი თქმით დამატებით სამუშაო ადგილებს შეჰქმნის. – „ პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს არ დაუკარგიათ ნდობა საქართველოს მიმართ, რაც ძალზე პოზიტიური მომენტია. და სწორედ ამ ნდობის გამოხატულებაა ის, რომ მათ გააჩნიათ სურვილი იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან და გამოუყონ დამატებითი ფინანსური რესურსები. საკითხის მეორე მხარე გახლავთ ის, რომ რამდენად რაციონალურად მოხდება ამ ფინანსების გამოყენება და რამდენად ღია და გამჭირვალე იქნება მთელი ეს პროცესი და რა თქმა უნდა რა ეფექტს მივიღებთ საბოლოოდ“- აღნიშნა ბატონმა გიორგიმ.

XS
SM
MD
LG