ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრეუსი ავღანეთზე განცხადებას აკეთებს


პეტრეუსი ავღანეთზე განცხადებას აკეთებს
პეტრეუსი ავღანეთზე განცხადებას აკეთებს

ავღანეთში აშშ-სა და ნატოს სამხედრო ძალების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ 2010 წლის განმავლობაში კოალიციისა და ავღანეთის სამხედრო ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს ავღანეთში, თუმცა მისივე თქმით წინ საკმაოდ მძიმე წელია. წერილში, რომლითაც მან მის სამხედრო მოსამსახურეებს მიმართა გენერალი აღნიშნავს, რომ ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნამ, ისევე როგორც ავღანეთის არმიისა და პოლიციის დონის ამაღლებამ დიდი დარტყმა მიაყენა მეამბოხეთა ქსელს და იძულებული გახადა ის თავდაცვით ტაქტიკაზე გადასულიყო. პეტრეუსი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქაბულში გაუმჯობესდა უშიშროების მდგომარეობა, თუმცა აღნიშნა იმის საჭიროება, რომ გაუმჯობესდეს უშიშროების მდგომარეობა მეზობელ პროვინციებში.

XS
SM
MD
LG