ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ხანძრების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა


დაიღუპა. სტიქიამ 860 კვადრატული მეტრის ტერიტორია გადაწვა.

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ 860 კვადრატული მეტრის ტერიტორია გადაწვა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ქალაქ ვორონეჟის შორიახლოს, სადაც ადგილობრივი საავადმყოფოებიდან 900-მდე პაციენტი იქნა ევაკუირებული. სტიქიამ საზაფხულო ბანაკებიდან 1200-მდე მოზარდის ევაკუაცია გამოიწვია.

ვორონეჟში სულ 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მეხანძრე დაიღუპა.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის უწყებას უბრძანა ყველა ღონეს მიმართოს ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ და განალაგოს საჭირო ძალები ხანძრის ჩასაქრობად.

პუტინი ჩავიდა ნიჟნი ნოვგოროდშიც, სადაც ოფიციალური ინფორმაციით 9 ადამიანი დაიღუპა. პრემიერი უსახლკაროდ დარჩენილებს ფულად დახმარებას დაპირდა.

XS
SM
MD
LG