გაეროს გენერალური მდივანი ტაილანდში საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარებას მიესალმება, სადაც გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა და უკვე მიმდინარეობს მთავრობის ფორმირების პროცესი. ბან კი მუნმა ტაილანდის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. მისი თქმით, ეს არჩევნები ტაილანდში დემოკრატიის კონსოლიდაციის, შერიგებას და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. არჩევნები შეაფასა ასევე აზიის თავისუფალი არჩევნების ქსელმა. ორგანიზაციის განცხადებით ტაილანდში არჩევნები მშვიდობიანად და მოწესრიგებულად ჩატარდა, რამაც საზოგადოებას თავის არჩევანის გამოხატვის საშუალება მისცა.
ბან კი მუნი არჩევნების ნორმალურად ჩატარებას მიესალმება