5 სექტემბერს, შეერთებულ შტატებში ქართული მართლმადებელი ეკლესიის და ქართული ასოციაციის თაოსნობით ფილადელფიაში ქართული ფესტივალი გაიმართა. ზეიმს რამდენიმე ასეული ქართველი დაესწრო. ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები, ქართველი მოზარდების შეჯიბრი ჭიდაობაში, ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაყიდვა და ბოლოს ემიგრანტების მიერ დამზადებული ქართული ღვინოების გამოფენა-დაჭაშნიკება - ეს ყველაფერი ერთიან ქართული გარემოს ქმნიდა. ფესტივალზე შეგროვებული ფულადი თანხები კი მოხმარდება ფილადელფიაში ქართული ეკლესიის მშენებლობას. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ეროვნული ფესტივალის ამსახველ ფოტოკოლაჟს ხვალ შემოგთავაზებთ.
ქართული მართლმადიდებლური ფესტივალი ფილადელფიაში

შეერთებულ შტატებში ქართულმა მრევლმა საქველმოქმედო ზეიმი გამართა
პოპულარული
1