ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთი ამერიკულ ბაზას 2014 წელს დახურავს


ყირგიზეთი ამერიკულ ბაზას 2014 წელს დახურავს

ამერიკელებმა სამხედრო ბაზა 2014 წლისთვის უნდა დატოვონ.

ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ბაზის შენარჩუნება სამოქალაქო აეროპორტის სიახლოვეს ქვეყნისთვის საშიში ხდება.

მან ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს რობერტ ბლეიკს განუცხადა. პრეზიდენტ ატამბაევის თქმით, ბაზის ყოველწლიური საფასური 150 მილიონი დოლარი არ ანაზღაურებს იმ რისკებს, რომელსაც სამხედრო ბაზის არსებობა ქვეყანას უქმნის.

ყირგიზეთის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელებმა სამხედრო ბაზა 2014 წლისთვის უნდა დატოვონ, როდესაც იჯარის ხელშკერულებას ვადა გაუვა.

XS
SM
MD
LG