ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის ძალებმა დანაშაული ჩაიდინეს


კადაფის ძალებმა დანაშაული ჩაიდინეს
კადაფის ძალებმა დანაშაული ჩაიდინეს

ადამიანის უფლებების ქომაგთა ჯგუფმა ჰუმან რაითს ვოჩმა საგანგებოდა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტრიპოლის 4 რაიონში მის მიერ დაფიქსირებულ იქნა 110-ზე მეტი გვამი.

მათ უმეტესობას ხელები უკან აქვს შეკრული და ისინი მიბჯენით განხორციელებული გასროლით იქნა დახვრეტილი. ლითონის შესანახი საწყობის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 50 დამწვარი გვამი. მათაც ხელები უკან ჰქონდათ შეკრული. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა მეამბოხეთა ძალების მოახლოვებისას კადაფის ჯარისკაცებმა მათი ტყვეები დახვრიტეს და გვამი დაწვეს.

XS
SM
MD
LG