ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია სომალისათვის დახმარებას ითხოვს


ავსტრალია სომალისათვის დახმარებას ითხოვს
ავსტრალია სომალისათვის დახმარებას ითხოვს

ავსტრლიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქევინ რადმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დროულად არ მიაწვდის სომალის დახმარებას ასობით ათასი ადამიანი შიმშილისაგან დაღუპება.

გასულ კვირას გაერომ სომალის სამხრეთი შიმშილობის რეგიონად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სომალის მოსახლეობის თითქმის ნახევარს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება. მიმდინარე თვეს ალყაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ ალ შაბაბმა განაცხადა, რომ იგი დაუშვებს საერთაშორისო სადამხმარებლო ორგანიზაციებს სომალიში და ხელს არ შეუშლის მათ. როგორც გაერო აცხადებს აფრიკაში დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება საკვები პროდუქტები.

XS
SM
MD
LG