ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ჯულია გილარდმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კევინ რადის შემცვლელად ბობ ქარი დაასახელა. ქარი ავსტრალიის ახალი ველშის შტატის პრემიერი იყო. კევინ რადი თანამდებობიდან გასულ კვირას გადადგა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ქალბატონი გილარდის კომპეტენტურობის საკითხი დააყენა და კენჭისყრა მოითხოვა.
გილარდის განცხადებით:
„დღეს მე კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარვუდგენ გენერალურ მმართველს. მე ვეცადე უძლიერესი გუნდი დამეკომპლექტებინა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ავსტრალია უფრო სამართლიანი და უფრო ძლიერი ქვეყანა გახდეს.“