აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერების ვარაუდით ისინი სამშვიდობო გარიგებას ერთი წლის განმავლობაში მიაღწევენ. როგორც თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ობამამ განაცხადა იმედი აქვს, რომ ახლოაღმოსავლეში მშვიდობა დამყარდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი ვაშინგტონს მშვიდობის მისაღწევად ჩავიდა. მან პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს მისი პარტნიორი უწოდა მშვიდობის დამყარების საქმეში. თავის მხრივ აბასმა განაცხადა, რომ მუხლჩაუხრელად იღვაწებს, რათა მიაღწიონ სამშვიდობო გარიგებას და რომ პალესტინელებს აღარ სურთ სისხლისღვრა.
პოპულარული
1