ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში არჩევნების შედეგებს ელიან


ტუნისში არჩევნების შედეგებს ელიან

ტუნისში გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს. პირველადი ოფიციალური მონაცემები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. როგორც ცნობილია, არაბული გაზაფხულის შემდეგ ეს პოსტრევოლციურ ტუნისში პირველი მრავალპარტიული არჩევნებია. გუშინ ტუნისელები 217 ადგილიან პარლამენტს ირჩევდნენ, რომელმაც დრობითი მთავრობა უნდა შექმნას და ახალ კონსტიტუციაზე დაიწყოს მუშაობა.საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა მიიღო. წინასწარი გამოკითხვების შედეგად ამომრჩეველთა უმრავლესობა ისლამისტურ პარტია ენადჰას უჭერდა მხარს.

XS
SM
MD
LG